შსს-ს განცხადებით, ტელეკომპანია „რუსთავი 2”-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ვიდეომეთვალყურეობის კამერები დამონტაჟდება, რომელთა საშუალებითაც მთელი პერიმეტრის ოცდაოთხსაათიანი მონიტორინგი მოხდება. სამინისტროს ცნობით, აღნიშნულ ტერიტორიაზე საპატრულო ეკიპაჟები დღე-ღამის განმავლობაში მუდმივად იმორიგევებენ, რათა უზრუნველყონ მოქალაქეების და, მათ შორის, ტელეკომპანიის თანამშრომლების უსაფრთხოება და თავიდან აირიდონ მოსალოდნელი პროვოკაციები.

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების საფუძველზე, დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს შეთქმულებას სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად. 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *