ხათუნა სამნიძის თქმით, პარტიას გათავისებული აქვს ხელისუფლებაში ყოფნის პასუხისმგებლობის, პრინციპების ერთგულების, კომპრომისისთვის მზადყოფნისა და საზოგადოების, მათ შორის უშუალოდ საკუთარი ამომრჩევლის ინტერესების აუცილებელი დაცვის მნიშვნელობა.
“რესპუბლიკური პარტია მზად არის აწარმოოს დიალოგი ქართული პოლიტიკის რეალურ პასუხისმგებლიან სუბიექტებთან, რომლებიც ითავისებენ ასეთ პირობებს და მოქმედებენ არა საკუთარი სახელდახელო დღის წესრიგისა და ინტერესების შესაბამისად, არამედ რეალურად არიან დაინტერესებული ქვეყნის დემოკრატიული მოდერნიზაციით, ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანის უზრუნველყოფით,”- აცხადებს სამნიძე