ახალი ამბები

სუს: ხელისუფლების დამხობის მცდელობისა და შეთქმულების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

24 ოქტომბერი, 2015 •
სუს: ხელისუფლების დამხობის მცდელობისა და შეთქმულების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

“გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის 1-ლი ნაწილით. რაც ითვალისწინებს შეთქმულებას, სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად და ხელში ჩასაგდებად. დაწყებული გამოძიების ფარგლებში ჩატარდება ყველა საჭირო ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება და საგამოძიებო მოქმედებიბი,” – განაცხადა იზორიამ.

 

23 ოქტომბერს უკრაინულმა ვებ-გვერდმა wikileaks.center-მა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და უშიშროების ყოფილი მდივნის გიგა ბოკერიას საუბრის სტენოგრამა გაავრცელა, სადაც ყოფილი მაღალჩინოსნები საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავენ. უცნობია, რამდენად ავთენტურია ჩანაწერი.

მასალების გადაბეჭდვის წესი