ახალი ამბები

სადღობელაშვილისა და აფხაიძის ძალადობრივი მოწოდებების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო

23 ოქტომბერი, 2015 •
სადღობელაშვილისა და აფხაიძის ძალადობრივი მოწოდებების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო

„თავისუფალი თაობის” წევრმა, ლადო სადღობელაშვილმა 21 ოქტომბერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე “ნაციონალური მოძრაობის” მიმართ ძალადობრივი ქმედებისკენ მოწოდებები გამოაქვეყნა. ფეისბუქის საკუთარ გვერდზე მსგავსი შინაარსის ძალადობრივი მოწოდებები გამოაქვეყნა “ევრაზიის ინსტიტუტის” წარმომადგენელმა, შოთა აფხაიძემ.

 

სისხლის სამართლის კოდექსის აღნიშნული პრიმა მუხლი [რასობრივი, რელიგიური, ეროვნული, კუთხური, ეთნიკური, სოციალური, პოლიტიკური, ენობრივი ან/და სხვა ნიშნის მქონე პირთა ჯგუფებს შორის განხეთქილების ჩამოსაგდებად ძალადობრივი ქმედებისაკენ ზეპირად, წერილობით ან გამოხატვის სხვა საშუალებით საჯაროდ მოწოდება, თუ ეს ქმნის ძალადობრივი ქმედების განხორციელების აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს] მიმდინარე წლის ზაფხულში ამოქმედდა. აღნიშნული დანაშაული ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ორასიდან ოთხას საათამდე. იგივე ქმედება კი, რასაც მოჰყვა ადამიანის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით და ჯარიმით ისჯება.


მასალების გადაბეჭდვის წესი