ახალი ამბები

EU არ ცნობს ე.წ. “საპარლამენტო არჩევნებს” საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში – სტანო

9 ივნისი, 2024 •
EU არ ცნობს  ე.წ. “საპარლამენტო არჩევნებს” საქართველოს ოკუპირებულ  რეგიონში – სტანო

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პრეს-სპიკერი პიტერ სტანოს განცხადებით, ევროკავშირი არ ცნობს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს.

ამის შესახებ ის X-ზე წერს.

„ევროკავშირი არ ცნობს იმ კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოს, რომელშიც საქართველოს ოკუპირებულ თვითგამოცხადებულ რეგიონში, სამხრეთ ოსეთში ე.წ. “საპარლამენტო არჩევნები” ჩატარდა.

ევროკავშირი კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“ – წერს პიტერ სტანო.


ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს.

ე.წ. არჩევნები 73 საარჩევნო უბანზე ჩატარდება, მათგან 71 უბანი ოკუპირებული ცხინვალის ტერიტორიაზე, ორი ​​კი „სამხრეთ ოსეთის საელჩოში მოსკოვში“ და „ჩრდილოეთ ოსეთის საკონსულოში“ არის გახსნილი.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს და აცხადებს, რომ ეს უხეშად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი