ახალი ამბები

უმრავლესობის ადგილს საპროკურორო საბჭოში ეკა ბესელია დაიკავებს

23 ოქტომბერი, 2015 •
უმრავლესობის ადგილს საპროკურორო საბჭოში ეკა ბესელია დაიკავებს

საპროკურორო საბჭო, რომელიც 15 წევრისგან შედგება, ნიშნავს მთავრ პროკურორს. იუსტიციის მინისტრის მიერ წარდგენილ მთავარი პროკურორის კანდიდატურებს საპროკურორო საბჭოს სხდომაზე კენჭი ცალ-ცალკე ეყრებათ. დამტკიცებულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მეტ ხმას მიიღებს, მაგრამ არანაკლებ საპროკურორო საბჭოს წევრთა 2/3-ისა. 


20-21 ოქტომბერს საპროკურორო საბჭოს 8 წევრი აირჩიეს.


საპროკურორო საბჭო 15 წევრისგან შედგება. მისი თავმჯდომარეა იუსტიციის მინისტრი; 8 წევრს ირჩევს საქართველოს პროკურორთა კონფერენცია; 2 წევრი არის პარლამენტარი – ერთს თავის წევრთაგან ირჩევს საპარლამენტო უმრავლესობა, მეორეს – იმ წევრთაგან, რომლებიც არ შედიან უმრავლესობაში, ირჩევენ უმრავლესობის გარეთ მყოფი პარლამენტის წევრები; 2 წევრს ირჩევს იუსტიციის უმაღლესი საბჭო საერთო სასამართლოების მოსამართლეთაგან; 2 წევრს კი ირჩევს საქართველოს პარლამენტი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიერ წარდგენილი კანდიდატებიდან.




მასალების გადაბეჭდვის წესი