ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსგერგისი რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს გმობს.
ის მოუწოდებს რუსეთს, რომ საქართველოს ტერიტორიიდან გაიყვანოს საოკუპაციო ძალები.
„ჩვენ ვგმობთ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს საქართველოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში და მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და გაიყვანოს თავისი საოკუპაციო ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან“, – აცხადებს გაბრიელიუს ლანდსბერგისი.
FM @GLandsbergis: We condemn the so-called “parliamentary elections” in occupied Georgia’s Tskhinvali region and call on the Russian Federation to fulfil its obligations under the 12 August 2008 cease-fire agreement to withdraw its occupation forces from the territory of 🇬🇪.
— Lithuania MFA | #StandWithUkraine (@LithuaniaMFA) June 9, 2024
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს.
ე.წ. არჩევნები 73 საარჩევნო უბანზე ჩატარდება, მათგან 71 უბანი ოკუპირებული ცხინვალის ტერიტორიაზე, ორი კი „სამხრეთ ოსეთის საელჩოში მოსკოვში“ და „ჩრდილოეთ ოსეთის საკონსულოში“ არის გახსნილი.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს და აცხადებს, რომ ეს უხეშად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.