ბოლო დღეებში განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით გუშინ, 22 ოქტომბერს, პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა პოლიტიკურ ძალებთან, დიპლომატიურ კორპუსთან, არასამთავრობო სექტორთან კონსულტაციები დაიწყო. პრეზიდენტმა შეხვედრის სურვილი გამოთქვა მმართველი პარტიის წევრებთანაც.
მმართველი გუნდის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მიზანშეწონილად არ მიიჩნევენ ამ საკითხებზე პრეზიდენტთან საუბარს.