“მე არ წავალ იმიტომ, რომ უაზრობაა ეს კონსულტაციები. იმიტომ, რომ ეს ხელს უწყობს ესკალაციას და მეტს არაფერს. ფაქტიურად ის ამით აღიარებს, რომ არსებობს კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გასვლის სიტუაცია და მას რაღაცის დარეგულირება უნდა. აბსოლუტურად სამართლებრივ ჩარჩოებში მიმდინარეობს პროცესები”, – განუცხადაა მეჭიაურმა ჟურნალისტებს.
ბოლო დღეებში განვითარებულმა პროცესებთან დაკავშირებით გუშინ, 22 ოქტომბერს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა პოლიტიკურ ძალებთან, დიპლომატიურ კორპუსთან, არასამთავრობო სექტორთან კონსულტაციები დაიწყო.
“ქვეყნის კონსტიტუციის დაცვა ყველა მოქალაქის მოვალეობაა, პირველ რიგში კი, საქართველოს ხელისუფლების. სამწუხაროდ, მთავრობის მეთაურის გამოსვლამ სიტუაციის განმუხტვის ნაცვლად მეტი დაძაბულობა შეიტანა ისედაც რთულ ვითარებაში. მოვუწოდებ ყველას, თავი შეიკავოს მძაფრი ნაბიჯებისგან და მოთოკოს ემოციები – გავუფრთხილდეთ სამოქალაქო მშვიდობას! მოვუწოდებ მოსამართლეს – არ მიიღოს ნაჩქარევი და ხისტი გადაწყვეტილება, რაც კიდევ უფრო დაძაბავს სიტუაციას. აქედან გამომდინარე, ვიწყებ კონსულტაციებს პოლიტიკურ ძალებთან, დიპლომატიურ კორპუსთან, არასამთავრობო სექტორთან, ერთად შევინარჩუნოთ სამოქალაქო მშვიდობა”,- განაცხადა გუშინ პრეზიდენტმა.
უმრავლესობის დეპუტატები ამბობენ, რომ პრეზიდენტთან შეხვედრის საკითხს განიხილავენ.





