”ვიცით, რომ მთას გაძლიერება სჭირდება და დღეს ხელისუფლებაში ყველაზე მეტი მთიელია მთავრობაში და ძალიან ბევრი მთის წარმომადგენელია პარლამენტში. სწორედ ამ ლოგიკით და საქართველოს გაძლიერების ლოგიკით გადავწყვიტეთ, რომ თიანეთელებისათვის მიგვეცა იუსტიციის სახლი.

 

ცოტაა ალბათ ისეთი სიხარული, რომელიც შენების სიხარულს უკავშირდება. განსაკუთრებულია ის სიხარული, რომელიც უკავშირდება საქართველოს მთას, მის გაძლიერებას, მის შენებას. ამიტომაც გვიხარია დღეს ჩვენს ყველას, რომ აქ თიანეთში, საქართველოს მთაში, ფშავ-ხევსურეთის სასულიერო ცენტრში, ვხსნით იუსტიციის სახლს,” – განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

ბოლო 3 წლის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით 15 იუსტიციის სახლი აშენდა. იუსტიციის სახლი ”ერთი სარკმლის პრინციპით” 400-მდე სახელმწიფო სერვისს ერთ სივრცეში აერთიანებს.

 

თეა წულუკიანმა თიანეთში ახალი იუსტიციის სახლი გახსნა
თეა წულუკიანმა თიანეთში ახალი იუსტიციის სახლი გახსნა

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *