ახალი ამბები

კელი: გაზპრომთან მოლაპარაკება საქართველოს მთავრობის სუვერენული გადაწყვეტილების თემაა

22 ოქტომბერი, 2015 • • 832
კელი: გაზპრომთან მოლაპარაკება საქართველოს მთავრობის სუვერენული გადაწყვეტილების თემაა

“ეს საქართველოს მთავრობის სუვერენული გადაწყვეტილების თემაა თავად შეარჩიონ ენერგო მოწოდების წყარო. ზოგადი პრინციპია ნებისმიერი ქვეყნისთვის, რომ ენერგო მოწოდების ერთ ან შეზღუდული რაოდენობის წყაროზე დამოკიდებულება არ უწყობს ხელს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას. ქვეყნების ცდილობენ ხოლმე ენერგოწყაროების დივერსიფიცირებას”, – ასე უპასუხა იან კელიმ შეკითხვაზე – საქართველოს მთავრობა აპირებს გაზპრომთან გააფორმოს ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს სომხეთისთვის გაზის გატარების მოცულობის გაზრდას და საქართველოში კომერციული პირებისთვის გაზის მოწოდების შესაძლებლობას. ენერგეტიკის მინისტრი ამბობს, რომ გაზპრომთან მოლაპარაკებები დეკემბრის ბოლოს დასრულდება. თქვენი აზრით ეს საქართველოსთვის არის თუ არა რისკის შემცველი, ამ სახის მოლაპარაკება გაზპრომთან ხომ არ ნიშნავს საქართველოსთვის რუსეთზე ენერგოდამიკიდებულების გაზრდას და თქვენი, როგორც საქართველოს პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენლის რეკომენდაცია რა არის?

იან კელი
იან კელი

 

ნეტგაზეთის კიდევ ერთი შეკითხვა, რომელიც აშშ–ს ელჩს დავუსვით გაზის ცენტრალური მილსადენის რუსებზე მიყიდვის შესახებ კახა კალაძის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას შეეხებოდა, კერძოდ, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ სააკაშვილის მთავრობას ცენტრალური მილსადენის გაყიდვა სურდა და რომ არა ამერიკის შეერთებული შტატები, მილსადენი გაიყიდებოდა რუსეთზე. ასევე კალაძის თქმით, მაშინ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მილსადენის რებილიტაციისთვის გამოყო გარკვეული თანხა, ხოლო ხელშეკრულებაში ჩაიწერა, რომ საქართველოს მთავრობას ეკრძალება ამ მილსადენის გასხვისება.

 

შეკითხვაზე, თქვენი ინფორმაციით, კალაძის მიერ დასახელებულ ხელშეკრულებაში მილსადენის გასხვისების აკარძალვაზე მართლა იყო თუ არა საუბარი? – აშშ–ს ელჩმა უპასუხა:

 

“არ ვიცი ეს დეტალები ხელშეკრულების ნამდვილად, იმისთვის, რომ კვალიფიციური პასუხი გავცე თქვენს კითხვას, ალბათ, მეტი დეტალი უნდა მქონდეს”.

მასალების გადაბეჭდვის წესი