ახალი ამბები

აშშ–ის ელჩი: არ გვსურს ვიხილოთ მედიასივრცის შეზღუდვა საქართველოში

22 ოქტომბერი, 2015 • • 1143
აშშ–ის ელჩი: არ გვსურს ვიხილოთ მედიასივრცის შეზღუდვა საქართველოში

“პირველ რიგში, აღვნიშნავ, თუ რამდენად სასიამოვნოა ჩემთვის კვლავ ვიმყოფებოდე ბათუმში, სადაც მეორეჯერ ვარ, პირველად ვიყავი დელეგაციის წევრის რანგში სამი წლის წინ.

 

«რუსთავი 2»–თან დაკავშირებით არაერთხელ გავაკეთე კომენტარი და იმედი მაქვს, რომ თანმიმდევრული ვიყავი ამ მიმართულებით. აშშ მხარს უჭერს მედიაპლურალიზმის პრინციპს, მხარს უჭერს ყველანაირ წვდომას საეთერო სივრცეზე, არ გვსურს ვიხილოთ მედიასივრცის შეზღუდვა. მიზეზი ამის გახლავთ ის, რომ ჩვენ ნამდვილად გვსურს, რომ საქართველომ მიაღწიოს წარმატებას.

 

საქართველო სამართლიანად არის აღიარებული როგორც მოდელი მედიათავისუფლებისა და პლურალისტული მედიაგარემოს ქვეყანა და საზოგადოება, ხოლო სიმბოლო ჩვენი ერთგულებისა საქართველოსთან თანამშრომლობისა გახლავთ ზუსტად ეს, რასაც ჩემს ზურგს უკან ხედავთ: აშშ–ის საზღვაო ძალების ხომალდი, 1 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების, რომელიც არის სიმბოლო და დადასტურება იმისა, თუ რაოდენ ვაფასებთ საქართველოსადმი პარტნიორობას და რამდენად გვსურს, რომ ეს პარტნიორობა საქართველოსთან იყოს წარმატებული”, – განაცხადა იან კელიმ

იან კელი
იან კელი

მასალების გადაბეჭდვის წესი