ახალი ამბები

რუსთავი 2-ს მხარდამჭერებმა ტელევიზიასთან საწოლები მიიტანეს

22 ოქტომბერი, 2015 • • 1045
რუსთავი 2-ს მხარდამჭერებმა ტელევიზიასთან საწოლები მიიტანეს

 

 

 

დღეს, 22 ოქტომბერს სასამართლო განიხილავს ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის სარჩელს, რომლითაც ითხოვს ტელევიზიის წილის დაბრუნებას. რუსთავი 2-ში აცხადებენ, რომ ქიბარ ხალვაშის სახით ხელისუფლება ებრძვის დამოუკიდებელი ტელევიზიას. ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ გუშინ განაცხადა, რომ დღეს მოსამართლე აპირებს ხალვაშის სასარგებლო გადაწყვეტილების მიღებას და დაუყოვნებლივ აღსრულებას. მან თქვა, რომ ტელევიზია თავს დაიცავს ყველანაირი მეთოდით. ტელეკომპანიამ მომხრეებს მხარდაჭერისკენ მოუწოდა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი