ახალი ამბები

კობახიძე: ნებისმიერი განცხადება, შეიძლება გავლენის მცდელობად იყოს აღქმული

22 ოქტომბერი, 2015 • • 886
კობახიძე: ნებისმიერი განცხადება, შეიძლება გავლენის მცდელობად იყოს აღქმული

“მოსამართლე არ არის ანგარიშვალდებული არც პრეზიდენტის და არც სხვა ვინმეს წინაშე, ის თავადაა ხელისუფალი თავის საქმეში, ჰოდა, პრეზიდენტსაც მართებს ამ ხელისუფლების მიმართ სიფრთხილე! მისი ნებისმიერი განცხადება შეიძლება გავლენის მცდელობად იყოს აღქმული… ერთადერთი, რაც შეიძლება მოვუწოდოთ – მიიღოს კანონიერი გადაწყვეტილება, იყოს შეუვალი ნებისმიერი ტიპის ზეწოლის მიმართ, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს და დაუყოვნებლივ ამხილოს ის, ვინც ზეწოლას ცდილობს! მას კანონიც ავალებს ამას და თუ მოსამართლე საკუთარ უფლებებს ვერ ან არ იცავს, ის ვერც სამართლიან გადაწყვეტილებას გამოიტანს!”, – წერს დეპუტატი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

 

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ბოლო დღეებში ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მთავრობის მეთაურის, ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელმა განცხადებამ მეტი დაძაბულობა შეიტანა ისედაც რთულ ვითარებაში. როგორც პრეზიდენტი აცხადებს, ის იწყებს კონსულტაციებს პოლიტიკურ პარტიებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და დიპლომატიურ კორპუსთან სამოქალაქო სტაბილურობის შესანარჩუნებლად.

მასალების გადაბეჭდვის წესი