ახალი ამბები

სანიკიძე: მე არ ვფიქრობ, რომ პრემიერის განცხადება იყო წამახალისებელი ხასიათის

22 ოქტომბერი, 2015 •
სანიკიძე: მე არ ვფიქრობ, რომ პრემიერის განცხადება იყო წამახალისებელი ხასიათის

“მე არ ვფიქრობ, რომ მისი [ღარიბაშვილის] განცხადება ყოფილიიყო რაიმე წამახალისებელი ხასიათის. პროვოკაციები ყველა თემაზე ყოველდღე სახეზეა. ილუზია იქნება, რომ გამოვრიცხოთ, რომ პროვოკაცია არ იქნება.” 

 

მინისტრი ასევე, მოუწოდებს პოლიტიკოსებს, თავი შეიკავონ მოსამართლე თამაზ ურთმელიძეზე ზეგავლენის მცდელობისაგან. 

 

“გავაგრძელებ და ვიქნები იმ აზრზე, რომ ყველამ თავი უნდა შევიკავოთ, ყველა პოლიტიკოსი მყავს მხეველობაში, მოსამართლეზე ზეგავლების მცდელობა თავიდან უნდა ავირიდოთ. შესაბამისად, ნებისმიერ განცხადება- პრეზიდენტის მხრიდან იქნება, პარლამენტის მხრიდან თუ მთავრობის მხრიდან- ეს იქნება ზეწოლა მოსამართლეზე. ჩვენ მოსამართლეს საშუალება უნდა მივცეთ, რომ კანონის შესაბამისად იმოქმედოს და მიიღოს გადაწყვეტილება,”– აცხადებს სანიკიძე. 

  

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, “სამწუხაროდ, მთავრობის მეთაურის დღევანდელმა გამოსვლამ სიტუაციის განმუხტვის ნაცვლად მეტი დაძაბულობა შემოიტანა ისედაც რთულ ვითარებაში”. 

მასალების გადაბეჭდვის წესი