ახალი ამბები

ნაცვლიშვილი: პრემიერს ამ განცხადების გაკეთების სამართლებრივი და მორალური უფლება არ აქვს

22 ოქტომბერი, 2015 •
ნაცვლიშვილი: პრემიერს ამ განცხადების გაკეთების სამართლებრივი და მორალური უფლება არ აქვს

“ყველას, უპირველეს ყოვლისა სახელმწიფოს და სამართალდამცავებს ეკისრებათ ვალდებულება, რომ სამოქალაქო მშვიდობას არ მიადგეს რაიმე ჩრდილი და არ დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ.

 

მე ასევე მინდა გამოვეხმაურო პრემიერის განცხადებას. საქართველოს პრემიერ-მინისტრს, როგორც მთავრობის მეთაურს, როგორც იმ პოლიტიკური გუნდის ხელმღვანელს, რომელიც არის ხელისუფლებაში უკვე 3 წელია, მას დღეს ამ განცხადების გაკეთების არც სამართლებრივი და არც მორალური უფლება არ აქვს. ხელისუფლებას ჰქონდა დრო, რესურსი, რაც მთავარია, სართლებრივი ვალდებულება, რომ ამ წლების განმავლობაში სამართლებრივი შეფასება მიეცა იმ უმძიმესი და სისტემური დანაშაულისთვის, რომელიც აღბეჭდილია ამ კადრებზე. მაგრამ, სამწუხაროდ, დღეს ჩვენ ვცხოვრობთ რეალობაში, როდესაც სისტემური დანაშაული, წამების თუ სხვა მძიმე უფლებადარღვევის ფაქტები, გამოძიებული არ არის და არ არის გამოძიებული ამ ხელისუფლების პირობებში. ამ საკითხის პოლიტიკურ კონტექსტში განხილვა კიდევ ერთხელ შეურაცხყოფას აყენებს იმ მსხვერპლებს, რომლებიც ამდენი წელია ელოდებიან უფლებების აღდგენას და შეურაცხყოფას აყენებს საზოგადოებას,” – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ანა ნაცვლიშვილი
ანა ნაცვლიშვილი

“კიდევ ერთხელ გაქვთ შანსი, ბოლო შანსი გაქვთ ყველას, მე ვგულისხმობ ნაციონალურ მოძრაობას, რომ საზოგადოებას ბოდიში მოუხადოთ და ყოველგვარ პროვოკაციას თავი დაანებოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ადამიანები მიიღებენ იმას, რასაც იმსახურებენ. არა მხოლოდ ხელისუფლებისგან, არამედ ხალხისგან. მათ მადლობა უნდა მოიხადონ იმისთვის, რომ ხალხმა ამ სამი წლის განმავლობაში ის არ გაუკეთა, რაც ხდება ამ ვიდეოებში. მე შეიძლება უხეშად გამოვდივარ, მაგრამ ისინი ამას იმსახურებენ. ჩვენგან დემოკრატიული მოქცევა მათ ვერ დააფასეს,” – განაცხადა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტის თქმით, “სამწუხაროდ, მთავრობის მეთაურის დღევანდელმა გამოსვლამ სიტუაციის განმუხტვის ნაცვლად მეტი დაძაბულობა შემოიტანა ისედაც რთულ ვითარებაში”. 

მასალების გადაბეჭდვის წესი