აქვე გვარამიამ განაცხადა, რომ რამდენიმე საათში პროკურატურაში ჩვენების მისაცემად მისვლას აპირებს. მისივე თქმით, მას აქვს ინფორმაცია შესაძლო პროვოკაციების და, შესაბამისად, მხარდამჭერებს ტელეკომპანიის ეზოში გადანაცვლებისკენ მოუწოდა.
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ბოლო დღეებში ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მთავრობის მეთაურის, ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელმა განცხადებამ მეტი დაძაბულობა შეიტანა ისედაც რთულ ვითარებაში. როგორც პრეზიდენტი აცხადებს, ის იწყებს კონსულტაციებს პოლიტიკურ პარტიებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და დიპლომატიურ კორპუსთან სამოქალაქო სტაბილურობის შესანარჩუნებლად.