ახალი ამბები

სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა დააზიანეს – მოტეხილია წარწერები, შესასვლელი კარი

22 ოქტომბერი, 2015 •
სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა დააზიანეს – მოტეხილია წარწერები, შესასვლელი კარი

როგორც საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის განვითარებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი ლანა ღვინჯილია ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, მათ ნახეს აღნიშნული ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა, სადაც ჩანს, რომ შენობის დაზიანების პროცესში 4-5 ადამიანი მონაწილეობს.

 

“დაზიანებულია პირველი სართულის ფასადი, ვერანდა, მოტეხილია წარწერები, შესასვლელი კარები, ნასროლია წითელი საღებავი შუშის ჭურჭელში”, – ამბობს ლანა ღვინჯილია. 
 
 
მისივე ცნობით, შენობაში ამჟამად პოლიცია იმყოფება.

 

 

 

 

დღესვე, დილის 4 საათზე, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ბათუმის ოფისს წითელი საღებავი შეასხეს და შეურაცხმყოფელი სიტყვები მიაწერეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი