ახალი ამბები

პრემიერი: ენმ–მ მადლობა უნდა მოიხადოს რომ ხალხმა იგივე არ გაუკეთა, რაც ამ ვიდეოში ხდება

22 ოქტომბერი, 2015 •
პრემიერი: ენმ–მ მადლობა უნდა მოიხადოს რომ ხალხმა იგივე არ გაუკეთა, რაც ამ ვიდეოში ხდება

 

პრემიერი მოუწოდებს ენმ–ს წევრებს, რომ ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი მიიღებენ იმას, რასაც იმსახურებენ. 

 

“მე ასევე მითხრეს, რომ დღეს სასამართლოსთან აპირებენ რაღაც პროვოკაციის მოწყობას. ე.წ. რუსთავი 2–ის და რეალურად ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები, იმ სადისტების მხარდამჭერები აპირებენ შეკრებას, ბავშევის მიყვანას და შემდეგ რაღაც პროვოკაციის მოწყობას. მე გაფრთხილებთ ყველას, რომ ნუ წამოეგებით ამ პროვოკაციას. კიდევ ერთხელ გაქვთ შანსი, ბოლო შანსი გაქვთ ყველას, მე ვგულისხმობ ნაციონალურ მოძრაობას, რომ საზოგადოებას ბოდიში მოუხადოთ და ყოველგვარ პროვოკაციას თავი დაანებოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ადამიანები მიიღებენ იმას, რასაც იმსახურებენ. არა მხოლოდ ხელისუფლებისგან, არამედ ხალხისგან. მათ მადლობა უნდა მოიხადონ იმისთვის, რომ ხალხმა ამ სამი წლის განმავლობაში ის არ გაუკეთა, რაც ხდება ამ ვიდეოებში. მე შეიძლება უხეშად გამოვდივარ, მაგრამ ისინი ამას იმსახურებენ. ჩვენგან დემოკრატიული მოქცევა მათ ვერ დააფასეს,”– აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი. 

 

17 ოქტომბერს უკრაინულ ვებგვერდზე ადამიანების წამების ამსახველი კადრები გავრცელდა. ეს კადრები 2013 წელს სამეგრელოში სამალავებში ნაპოვნი ვიდეომასალაა.  შსს–მ ამ ფაქტზე გამოძიება დაიწყო. 

მასალების გადაბეჭდვის წესი