ახალი ამბები

მშვენიერაძე: დღეს რუსთავი 2-ის დაცვა საქართველოში დემოკრატიის გადარჩენაა

22 ოქტომბერი, 2015 • • 954
მშვენიერაძე: დღეს რუსთავი 2-ის დაცვა საქართველოში დემოკრატიის გადარჩენაა

“ეს პროცესი, რასაც ვხედავთ და ამის განხილვა წმინდა ფორმალისტური სამართლებრივი თვალსაზრისით, ვფიქრობ, მცდარია. ბუნებრივია, ფორმალურად მოსამართლეს აქვს უფლება პირი გააძევოს სასამართლო სხდომის დარბაზიდან, არ მისცეს მას მონაწილეობის საშუალება პროცესში, მაგრამ ეს ყველაფერი უკვე ფორმალობას სცდება. ჩვენ გვაქვს კონკრეტული ქეისი, როდესაც მოსამართლეს მიაჩნია, რომ თუ კომფორტული იქნება გარემო მისთვის, სადაც არ იქნება ბატონი გვარამია პროცესზე, სახელმწიფოს მიაჩნია, რომ მისთვის უფრო კომფორტული იქნება გარემო, სადაც არ იარსებებს რუსთავი 2, ხოლო კიდევ იმ ერთ ადამიანს, რომელიც არაფორმალური მმართველია ამ ქვეყნის, მიჩნია, რომ მისთვის ყველაზე კომფორტული გარემო იქნება მაშინ, როცა ყველა მას დაემორჩილება”, – აცხადებს მშვენიერაძე.

 

დღეს, 22 ოქტომბერს სასამართლო განიხილავს ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის სარჩელს, რომლითაც ითხოვს ტელევიზიის წილის დაბრუნებას. რუსთავი 2-ში აცხადებენ, რომ ქიბარ ხალვაშის სახით ხელისუფლება ებრძვის დამოუკიდებელი ტელევიზიას. ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ გუშინ განაცხადა, რომ დღეს მოსამართლე აპირებს ხალვაშის სასარგებლო გადაწყვეტილების მიღებას და დაუყოვნებლივ აღსრულებას. მან თქვა, რომ ტელევიზია თავს დაიცავს ყველანაირი მეთოდით. ტელეკომპანიამ მომხრეებს მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი