ახალი ამბები

ნიკა გვარამია რუსთავი 2-ის სასამართლო პროცესზე არ შეუშვეს

22 ოქტომბერი, 2015 •
ნიკა გვარამია რუსთავი 2-ის სასამართლო პროცესზე არ შეუშვეს

როგორც გვარამიამ ჟურნალისტებთან განმარტა, ამის მიზეზია ის, რომ წინა პროცესზე სასამართლო დარბაზიდან მოსამართლემ გააძევა. 

 

რუსთავი 2-ის ადვოკატებმა გვარამიას სხდომაზე დაშვების შუამდგომლობა დააყენეს.

 

“წინა სხდომაზე გვარამიამ მოსამართლეს უვიცი უწოდა. შეურაცხყოფა მიაყენა არა პერსონალურად ერთ მოსამართლეს, არამედ სასამართლო სისტემას. ამ წინა სხდომაზე შოუს ელემენტებიც შემოიტანა პროცესზე. სასამართლო მიიჩნევს, რომ გვარამიას დასწრება არ არის საჭირო, რათა მოპასუხის ინტერესი დაცული იყოს”, – განაცხადა მოსამართლემ დღევანდელ სხდომაზე.



მასალების გადაბეჭდვის წესი