ახალი ამბები

საპატრიარქო: საგნის “მე და საზოგადოებას” პროექტში ზოგიერთი ტერმინი ამოვაღებინეთ

21 ოქტომბერი, 2015 • • 1616
საპატრიარქო: საგნის “მე და საზოგადოებას” პროექტში ზოგიერთი ტერმინი ამოვაღებინეთ

“კერძოდ: ამოღებულია ტერმინი “გენდერული იდენტობა”, რომლის რეალური შინაარსი გაუგებარია თვით მასწავლებისთვისაც. ამოღებულია პოლიტიკური ხასიათის კატეგორიები: “ლიბერალიზმი” ან “დემოკრატიული ღირებულებები,” რომლებიც ბავშვის პოლიტიკურ ინდოქტრინაციას ახდენენ. ვფიქრობთ, III-IV კლასელი ბავშვებისთვის პოლიტიკური სისტემების შესახებ განყენებული ინფორმაცია დამატებითი ტვირთია”, – წერია განცხადებაში.

 

აქვე ნათქვამია, რომ თემის “მე და ოჯახის” სათაური მათივე რეკომენდაციით შეცვალეს და ეწოდა “ჩემი ოჯახი”.

 

“რათა ბავშვის ცნობიერებაში მოიხსნას ოჯახისგან დისტანცირების და გაუცხოების ფაქტორი. თემაში შეიტანეს სიტყვები: მამა, დედა, და, ძმა და ა.შ. თემის, “რისი მჯერა, რისი მწამს”, სათაური შეცვალეს და ეწოდა “რელიგია და რწმენა”. შესაბამისად, ამოღებულია კითხვები: “გჯერა თუ არა თოვლის ბაბუის?”” ბეტმენის?: და ა.შ.” 

 

აქვე ნათქვამია, რომ მიუხედავად ამ და სხვა მცირე ცვლილებებისა, ორივე სტანდარტის პროექტი მაინც მოითხოვს ძირეულ გადახედვას და გადაკეთებას.  

 

განათლების სამინისტრო დაწყებით კლასებში ახალი საგნის “მე და საზოგადოებას” შეტანას გეგმავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი