ახალი ამბები

ქიბარ ხალვაში: ხელისუფლება ვალდებულია გვარამიას განცხადების საფუძველზე გამოძიება დაიწყოს

21 ოქტომბერი, 2015 •
ქიბარ ხალვაში: ხელისუფლება ვალდებულია გვარამიას განცხადების საფუძველზე გამოძიება დაიწყოს
“ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს: მწამებელიც, მძარცველიც, მკვლელიც , გამომძალველიც და ისინი ვინც ცდილობს შანტაჟით მიაღწიოს სასურველ შედეგს. ხელისუფლება ვალდებულია დაიწყოს გამოძიება გვარამიას განცხადების საფუძველზე”, – წერს ხალვაში.

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის დირექტორის ნიკა გვარამიას ინფორმაციით, მას პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოებით, ასევე, ოჯახის წევრების უსაფრთხოებით დაემუქრნენ. 

 

როგორც გვარამიამ დღეს რუსთავი 2-ში არასამთავრობო სექტორთან და დიპკორპუსთან შეხვედრაზე განაცხადა, მას ჰყავს წყარო, რომელიც სახელისუფლებო მესიჯებს აწვდის ხოლმე, რომელმაც დღეს უთხრა, რომ მოსამართლე თამაზ ურთმელიძე ხვალ ქიბარ ხალვაშის სასარგებლო გადაწყვეტილებას გამოიტანს, ხოლო მისი აღსრულება დაუყოვნებლივ მოხდება.

 

გვარამიას თქმით, წყარომ მას უთხრა, რომ იგი გვერდზე უნდა გადგეს.

 

“მე ვუთხარი, რომ ამას არ გავაკეთებ. ამის საპასაუხოდ მითხრეს, რომ შემდეგ არ უნდა დამავიწყდეს, რომ ჩემი ოჯახის წევრები ცხოვრობენ აქ, არ უნდა დამავწიწყდეს, რომ არსებობს ჩემი ურთიერთობები, რომელიც ვიდეოზეა ჩაწერილი. მე მგონია, რომ  შანტაჟის წინააღმდეგ ყველაზე სწორი გზა არის საუბარი”, – თქვა გვარამიამ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი