ახალი ამბები

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ნიკა გვარამია პროკურატურას ჩვენებას 12:00 საათზე მისცემს

21 ოქტომბერი, 2015 •
რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ნიკა გვარამია პროკურატურას ჩვენებას 12:00 საათზე მისცემს

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის დირექტორის ნიკა გვარამიას ინფორმაციით, მას პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოებით, ასევე, ოჯახის წევრების სიცოცხლით დაემუქრნენ. 

 

როგორც გვარამიამ დღეს რუსთავი 2-ში არასამთავრობო სექტორთან და დიპკორპუსთან შეხვედრაზე განაცხადა, მას ჰყავს წყარო, რომელიც სახელისუფლებო მესიჯებს აწვდის ხოლმე, რომელმაც დღეს უთხრა, რომ მოსამართლე თამაზ ურთმელიძე ხვალ ქიბარ ხალვაშის სასარგებლო გადაწყვეტილებას გამოიტანს, ხოლო მისი აღსრულება დაუყოვნებლივ მოხდება.

 

გვარამიას თქმით, წყარომ მას უთხრა, რომ იგი გვერდზე უნდა გადგეს.

 

“მე ვუთხარი, რომ ამას არ გავაკეთებ. ამის საპასაუხოდ მითხრეს, რომ შემდეგ არ უნდა დამავიწყდეს, რომ ჩემი ოჯახის წევრები ცხოვრობენ აქ, არ უნდა დამავწიწყდეს, რომ არსებობს ჩემი ურთიერთობები, რომელიც ვიდეოზეა ჩაწერილი. მე მგონია, რომ  შანტაჟის წინააღმდეგ ყველაზე სწორი გზა არის საუბარი”, – თქვა გვარამიამ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი