ახალი ამბები

გიგიაძე უვიზო რეჟიმზე: ირლანდიასთან შესაძლოა ძალიან მალე გვქონდეს დადებითი შედეგი

21 ოქტომბერი, 2015 •
გიგიაძე უვიზო რეჟიმზე: ირლანდიასთან შესაძლოა ძალიან მალე გვქონდეს დადებითი შედეგი

როგორც გიგიაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, თუ საქართველო შენგენის ზონის წევრებთან მოლაპარაკებებს წარმატებით დაასრულებს, ეს გახდება სტიმული შენგენის არაწევრი სახელმწიფოებისთვის, რომ თბილისს ასევე მისცენ უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა:


“დიდი ბრიტანეთი არ არის შენგენის წევრი ქვეყანა და, შესაბამისად, ძალიან მკაცრი საემიგრაციო პოლიტიკა გააჩნია. ჩვენი სურვილია, რომ [შენგენის] პარალელურად გაგრძელდეს დიდ ბრიტანეთთან მუშაობა ორმხრივ რეჟიმში უვიზო რეჟიმის მისაღწევად. ჩვენ უკვე მიმდინარე წელს გავაფორმეთ რამდენიმე ქვეყანასთან უვიზო მიმოსვლის შესახებ  ხელშეკრულება. ლათინური ამერიკის ქვეყნებთან. ეს პროცესი გაგრძელდება. თუ მოხდება დადებითი გადაწყვეტილების მიღება [ევროკავშირთან დაკავშირებით], რასაკვირველია, დანარჩენი ქვეყნებისთვისაც ძალიან დიდი სტიმული იქნება, რომ გახსნან [უვიზო რეჟიმი]. ამაზე ჩვენ ვმუშაობთ, მაგალითად შემიძლია გითხრათ, რომ ირლანდიასთან მიმდინარეობს ძალიან აქტიური მუშაობა და შესაძლებელია ძალიან მალე დადებითი შედეგი გვქონდეს ამ მიმართულებით”, – ამბობს გიგიაძე.


გაერთიანებული სამეფო და ირლანდია შენგენის ზონის წევრებ არ არიან.


მასალების გადაბეჭდვის წესი