ახალი ამბები

საპროკურორო საბჭოს 6 ახალი წევრის ვინაობა ცნობილია

20 ოქტომბერი, 2015 •
საპროკურორო საბჭოს 6 ახალი წევრის ვინაობა ცნობილია

საპროკურორო საბჭოს არჩეული წევრები არიან მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის პროკურორი გიგა ძნელაძე 391 ხმით, მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის სამმართველოს უფროსი ნათია სონღულაშვილი 378 ხმით, მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გოჩა ფარულავა 381 ხმით, რუსთავის რაიონული პროკურორი კონსტანტინე სირაძე 337 ხმით, თბილისის პროკურატურის პროკურორი ანა კალანდაძე 362 ხმით, თბილისის პროკურორის მოადგილე გიორგი გაბოძე 359 ხმით. 

ხვალ აირჩევიან:

N4 კვოტა:კვაჭანტირაძე შოთა, უსტიაძე ანზორ
N8 კვოტა: თალაკვაძე ქეთევან, კეზევაძე გრიგოლ, ფიფია მამუკა.

 

თითოეულ ვაკანტურ ადგილზე არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელის მიიღებს დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობას.

 

პროკურორთა კონფერენცია გუშინ გაიხსნა, სადაც პროკურორთა საინიციატივო ჯგუფებმა შესაბამისი კვოტების მიხედვით 17 კანდიდატი წარადგინეს. საბჭოს 8 წევრი სწორედ ამ კანდიდატებიდან ამოირჩევა.

 

საქართველოს პროკურორთა კონფერენცია გადაწყვეტილებას ფარული კენჭისყრით, დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით იღებს.

 

საპროკურორო საბჭოში პროკურორთა კონფერენციის მიერ ასარჩევი წევრები აირჩევიან შემდეგი კვოტების მიხედვით:

 

3 წევრი საქართველოს მთავარი პროკურატურის წარმომადგენელთაგან. 1 წევრი აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურატურის წარმომადგენელთაგან. 3 წევრი აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული საქალაქო და რაიონული პროკურატურების წარმომადგენელთაგან.

პროკურორთა კონფერენცია 20.10.2015
პროკურორთა კონფერენცია 20.10.2015

მასალების გადაბეჭდვის წესი