ახალი ამბები

თბილისში სოციალურად დაუცველები დენის გადასახადის კომპენსაციას 21 ოქტომბრიდან მიიღებენ

20 ოქტომბერი, 2015 • • 940
თბილისში სოციალურად დაუცველები დენის გადასახადის კომპენსაციას 21 ოქტომბრიდან მიიღებენ

თბილისის მერიის ცნობით, ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა თბილისში სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 70 000-ს არ აღემატება, თანხა საბანკო ანგარიშზე ჩაერიცხებათ.

 

ოფიციალური ინფორმაციით, დღეისათვის დედაქალაქში ასეთი 35 415 ოჯახია და მთლიანობაში მათ დამატებითი ფულადი დახმარების სახით 424 980 ათასი ლარი ჩაერიცხებათ.

 

მერიის ცნობით, კომპენსაციის გარდა თბილისში სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული 70 000 და ნაკლები ქულის მქონე ოჯახებ, ნოემბერ-დეკემბერში კომუნალური ხარჯებისთვის მიიღებენ დახმარებას თვეში 100 ლარის ოდენობით, როგორც ეს მიმდინარე წლის იანვარ-მარტში განხორციელდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი