ამ ეტაპე კენჭისყრა მიმდინარეობს და არჩეული პროკურორების ვინაობა ჯერ არ არის ცნობილი.
პროკურორთა კონფერენცია გუშინ გაიხსნა, სადაც პროკურორთა საინიციატივო ჯგუფებმა შესაბამისი კვოტების მიხედვით 17 კანდიდატი წარადგინეს. საბჭოს 8 წევრი სწორედ ამ კანდიდატებიდან ამოირჩევა.
საქართველოს პროკურორთა კონფერენცია გადაწყვეტილებას ფარული კენჭისყრით, დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით იღებს.
საპროკურორო საბჭოში პროკურორთა კონფერენციის მიერ ასარჩევი წევრები აირჩევიან შემდეგი კვოტების მიხედვით:
3 წევრი საქართველოს მთავარი პროკურატურის წარმომადგენელთაგან.
1 წევრი აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურატურის წარმომადგენელთაგან.
3 წევრი აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული საქალაქო და რაიონული პროკურატურების წარმომადგენელთაგან.
1 წევრი დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული საოლქო და რაიონული პროკურატურების წარმომადგენლებისგან.
დღეს კენჭი ეყრება შემდეგ კანდიდატურებს: N1კვოტა: ძნელაძე გიგა, ხუნჯუა ნანა. N2 კვოტა: სონღულაშვილი ნათია, ქორიძე ზაზა. N3 კვოტა: ბუკია დავით, ფარულავა გოჩა, N5 კვოტა: მოდებაძე ხათუნა, სირაძე კონსტანტინე. N6 კვოტა: კალანდაძე ანა, ჩუბინიძე მორის. N7 კვოტა: ბაჩიაშვილი გიორგი,
გაბოძე გიორგი.
ხვალ აირჩევიან:
N4 კვოტა:კვაჭანტირაძე შოთა, უსტიაძე ანზორ
N8 კვოტა: თალაკვაძე ქეთევან, კეზევაძე გრიგოლ, ფიფია მამუკა.
თითოეულ ვაკანტურ ადგილზე არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელის მიიღებს დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობას.
საპროკურორო საბჭო სულ 15 წევრისგან შედგება, რომელთაგან 8 წევრს საქართველოს პროკურორთა კონფერენცია დღეს და ხვალ აირჩევს.
საპროკურორო საბჭო ამტკიცებს იუსტიციის მინისტრის მიერ წარდგენილ მთავარი პროკურორის კანდიდატურას.