11:00 „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ოფისში (აღმაშენებელის #61, მე-2 სართული) „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, საქართველოს რეფორმების ასოციაცია და საზოგადოება „ბანკები და ფინანსები“ აწყობენ ერთობლივ პრესკონფერენციას საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, საქმის არსებითად განხილვის დასრულებამდე, საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მუშაობის შეჩერების თაობაზე.
11:00 საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.
11:30 ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემები: ე.წ. კასრების საქმე და წამების ამსახველი ვიდეოკადრები; რა მიმართულებით შეიძლება წავიდეს ჰააგის სასამართლო აგვისტოს ომთან დაკავშირებით; მიმდინარე პოლიტიკური საკითხები.
11:30 პრაიმტაიმის პრესკლუბში საზოგადოებრივი მოძრაობა „ივერიას“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ნიკა რურუა პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: რუსთავი 2-ის გარშემო განვითარებული მოვლენები
12:00 თბილისის იუსტიციის სახლის მომსახურების დარბაზში, კიდევ ერთი ინოვაციური სერვისის, სამოგზაურო დაზღვევის გაცემის დაწყებასთან დაკავშირებით, ორ მხარეს შორის ხელშეკრულებას მოეწერება ხელი. იუსტიციის სახლი პირველი სახელმწიფო უწყებაა, რომელიც კერძო სექტორის სერვისების გაცემას იწყებს.
12:30 ბათუმში, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ოფისში (მის: სარაჯიშვილის ქ. 22) არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების შესახებ ტერენინგი გაიმართება, რომელსაც ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი გახსნის.
12:30 “პირველ პრესკლუბში” “მსჯავრდებულთა იურიდიული დახმარების ცენტრის” ხელმძღვანელი მამუკა ტუსკაძე ბრიფინგს გამართავს.
თემა: უვადო მსჯავრდებულთა დისკრიმინაციული მდგომარეობა ამნისტიის კანონთან მიმართებაში.
13:00 ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი და აზერბაიჯანული კომპანიის „სოკარ ჯორჯია გაზის” გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე ანტონ სამსონიძე საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავში (გამგეობის შენობასთან) ახლადაშენებულ გაზსადენს გახსნიან.
13:00 „პირველ პრესკლუბში“ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ (საია) თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი პრესკონფერენციას გამართავს.
თემები: რუსთავი 2; კასრების კადრები; ცვლილებები პროკურატურის რეფორმაში.
13:00 პარტია “მემარცხენე ალიანსი”-ს ერთერთი ლიდერი, ყოფილი პოლიტპატიმარი არჩილ ბენიძე პარტიის ოფისში ბრიფინგს გამართავს და NDI-ს კვლევებთან დაკავშირებით საპროტესტო წერილს გაუგზავნის ამ ორგანიზაციის პარტნიორებსა და დამფინანსებლებს.
13:00 პრაიმტაიმის პრესკლუბში ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი გუგული მაღრაძე პრესკონფერენციას გამართავს
14.00 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის სხდომა გაიმართება.
თემა: რუსთავი 2, NDI-ს კვლევები, წამების ამსახველი მასალები