“საქართველოს პატრიარქის ქადაგებები და ეპისტოლეები სხვა დროსაც ხშირად გამოირჩევა ქალთმოძულეობითა და მიზოგინიით. ცნობისათვის, მართლმადიდებლი ეკლესია საქართველოს ბიუჯეტიდან, ანუ ჩვენი და ამ ქალების ჯიბეებიდან ყოველწლიურად ფინანსდება 25 მილიონით, არც ბიზნესებისთვის იხდის რაიმე გადასახადს და არც რაიმე მნიშვნელოვან სოციალურ პროექტებს ახორციელებს. ამ ფონზე მისი მოწოდება მიგრანტი ქალებისადმი – „დაბრუნდით სახლში, სახლში უკეთესია” – უკიდურესი ცინიზმია”, – ნათქვამია ქალთა მოძრაობის განცხდებაში.
აქვე ნათქვამია, რომ არაოფიციალური მონაცემებით, საქართველოდან წასული მიგრანტების რაოდენობა მილიონნახევარია და მათგან 65% ქალია, რომელთა ოჯახების შემოსავალს ან მის დიდ ნაწილს ამ ქალების გზავნილები შეადგენს.
“გამოდის, რომ ისინი საკუთარი ოჯახების და ნათესავების ერთადერთი მარჩენალი არიან. მეტიც, მიგრანტების ფულადი გზავნილები აღემატება ქვეყნაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობას. კვლევებით დასტურდება, რომ საქართველოდან ქალების მიგრაციის ძირითადი მიზეზი მძიმე სოციალური და ეკონომიკური პირობებია. ქალები საკუთარი ოჯახებისა და შვილების მომავლის გადასარჩენად მიდიან”.