ამ მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური დეპარტამენტის უფროსი, ნუცი ოდიშარია, სოციალური მომსახურების სააგენტოს, მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსი, მარი წერეთელი და სოციალურ საკითხთა და პროგრამების სამმართველოს უფროსი ამირან დათეშიძე სსიპ – ადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის დირექტორს, თამუნა ბარკალაიას შეხვდნენ.
როგორც უწყებაში აცხადებენ, შეხვედრაზე მიაღწიეს შეთანხმებას, რომ მოხდეს საჭირო რესურსებისა და კადრების მობილიზება იმისათვის, რომ შესაძლებელი იყოს 2016 წელს კრიზისული ცენტრის გახსნა.
ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის კრიზისული ცენტრის დაუყოვნებლივი გახსნის მოთხოვნის მიზნით, ქალთა მოძრაობამ რამდენიმე დღის წინ ჯანდაცვის სამინისტროსთან გასამართი აქცია დაგეგმა.





