17 ოქტომბერს უკრაინის მედიაში გავრცელდა ე.წ. კასრების კადრები, სადაც აღბეჭდილია ადამიანის წამება, რომელიც გადაღებულია საქართველოში. შსს-მ აღნიშნულ საკითხზე გამოძიება პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის უკანონოდ გავრცელების მუხლით დაიწყო.
პროკურატურის განცხადებით, ადამიანების წამების საქმეზე სასამართლო დავა სააპელაციო სასამართლოში მიმდინარეობს, ამიტომაც გამოძიება ვერ გაანადგურებდა ამ კადრებს, რადგან გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი იყო.