“მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ წარადგინონ ფრაქციის წინაშე შესათანახმებლად, შემდეგ შედგა პარტია ქართული ოცნების საპარლამენტო ფრაქციის სხდომა, რომელმაც ერთსულოვნად დამიჭირა მხარი, რომ წარდგენილი ვიყო უმრავლესობის ლიდერის პოზიციის დასაკავებლად. ახლა დარჩენილია საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა. პირველსავე შეხვდრაზე საკითხი საბოლოოდ გადაწყდება,” – განაცხადა სხდომის დასრულების შემდეგ ზვიად კვაჭანტირაძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც დავით საგანელიძე დაინიშნა “საპარტნორო ფონდის” ხელმძღვანელად.