“პირად კონტროლზე მყავს აყვანილი ეს საქმე, განიხილება მრავალი ვერსია, მათ შორის, საინტერესოა, თუ როგორ მოხვდა უკრაინის მედიასივრცეში ეს კადრები. განცხადებას რაც შეეხება, ეს კადრები დართულია სისხლის სამართლის საქმეს, რომელსაც იძიებდა შინაგან საქმეთა სამინისტრო პროკურატურის ზედამხედველობით. გადაცემულია ეს კადრები მხარეებზე, ასევე დართულია სისხლის სამართლის საქმეს. მიმდინარეობს გამოძიება და სიახლეებზე მოგაწვდით ინფორმაციას”, – განაცხადა გიორგი ბადაშვილმა.
შაბათს, 17 ოქტომბერს უკრაინის მედიაში გავრცელდა ე.წ. კასრების კადრები, სადაც აღბეჭდილია ადამიანის წამება, რომელიც გადაღებულია საქართველოში. შსს-მ აღნიშნულ საკითხზე გამოძიება პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის უკანონოდ გავრცელების მუხლით დაიწყო.
პროკურატურის განცხადებით, ადამიანების წამების საქმეზე სასამართლო დავა სააპელაციო სასამართლოში მიმდინარეობს, ამიტომაც გამოძიება ვერ გაანადგურებდა ამ კადრებს, რადგან გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი იყო.