ახალი ამბები

გიორგი მარგველაშვილი ისრაელის პრეზიდენტს შეხვდა

19 ოქტომბერი, 2015 • • 956
გიორგი მარგველაშვილი ისრაელის პრეზიდენტს შეხვდა

ოფიციალური დახვედრის ცერემონიის  შემდეგ  ორი ქვეყნის ლიდერი, გიორგი მარგველაშვილი და რუვენ რივლინი, ერთმანეთს პირისპირ და შემდეგ გაფართოებულ ფორმატში შეხვდა.

 

საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსამსახურის ცნობით, საუბარი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებას შეეხო.  მხარეებმა საქართველოსა და ისრაელის მრავალსაუკუნოვანი მეგობრობის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება. 

 

“შეხვედრისას სახელმწიფოებს შორის არსებულ ეკონომიკურ თანამშრომლობაზე ისაუბრეს.  აღინიშნა, რომ საქართველოს აქვს შესაძლებლობა, როგორც დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის კავშირების გაძლიერების გეოპოლიტიკური როლის მქონე ქვეყნას, ხელის შეუწყოს ამ თანამშრონმლობას და გააღრმავოს ის”, – ნათქვამია პრესრელიზში, რომელსაც პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

 

პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრის  შემდეგ გაიმართა დელეგაციების გაფართოებული შეხვედრა, სადაც სახელმწიფოთა შორის თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადაყვანისათვის კონკრეტული გეგმები დაისახა.

 

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველო  განიხილავს ისრაელს, როგორც მნიშვნელოვან პარტნიორს და ასეთ არაპროგნოზირებად გარემოში თანამშრომლობა და კოორდინაცია წარმატების გასაღებია.

 

შეხვედრისას საქართველოს პრეზიდენტმა  გიორგი მარგველაშვილმა დაგმო ტერორიზმის ყოველგვარი გამოხატულება.

 

დელეგაციების შეხვედრის პარალელურად,  ისრაელის პირველმა ლედიმ ნეჩამა რივლინიმ საქართველოს პირველ ლედის მაკა ჩიჩუას ფინჯან ჩაიზე უმასპინძლა. 

საქართველოსა და ისრაელის პრეზიდენტების შეხვედრა, 19.10.2015. ფოტო: საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია
საქართველოსა და ისრაელის პრეზიდენტების შეხვედრა, 19.10.2015. ფოტო: საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია

მასალების გადაბეჭდვის წესი