ახალი ამბები

”თბილისზე მზრუნველი“ – ჯილდო 4 გამარჯვებულს გადაეცა

18 ოქტომბერი, 2015 • • 1099
”თბილისზე მზრუნველი“ – ჯილდო 4 გამარჯვებულს გადაეცა

მერმა „თბილისზე მზრუნველებს” სიმბოლური საჩუქრები – სიგელები და მედალიონები გადასცა:

 

”გვინდა, მადლობა გადავუხადოთ იმ ადამიანებს, ვინც უანგაროდ ემსახურება საკუთარ პროფესიას, ზრუნავს და საკუთარი წვლილი შეაქვს თბილისის განვითარებაში. თითოეული თქვენგანი დედაქალაქისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. თითოეულ თქვენგანს განსაკუთრებული წვლილი მიგიძღვით დედაქალაქის წინაშე! რომ არა თბილისისა და საკუთარი საქმის დიდი სიყვარული, პროფესიონალიზმი, თავდადება, ალბათ, ვერ შეძლებდით გეცხოვრათ ასე ღირსეულად და ყოველდღიურად გეზრუნათ თბილისზე,” – განაცხადა დავით ნარმანიამ. 

 

„თბილისზე მზრუნველი“ მოქალაქეები დააჯილდოვეს
„თბილისზე მზრუნველი“ მოქალაქეები დააჯილდოვეს

 

უკვე მეორე წელია, დედაქალაქის მერიამ „თბილისზე მზრუნველის” ჯილდო დააწესა. „თბილისობა 2014″-ისგან განსხვავებით, წელს, მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ხმის მიცემის საფუძველზე  „თბილისზე მზრუნველი” თავადაც აერჩიათ. „თბილისზე მზრუნველი” მოქალაქეების შესახებ გადაღებული მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმები სატელევიზიო ეთერებისა და სოციალური ქსელების მეშვეობით ვრცელდებოდა.

 

მოქალაქეების რჩეული – წლის ,,თბილისზე მზრუნველი” – თორღვა თორღვაშვილი გახდა. „თბილისზე მზრუნველის” ჯილდო ყოველწლიურად,იმ მოქალაქეებს გადაეცემა, ვინც უანგაროდ ემსახურება საკუთარ პროფესიას, ზრუნავს და საკუთარი წვლილი შეაქვს დედაქალაქის განვითარებაში.

 

დაჯილდოების ღონისძიება, “თბილისობა 2015”-ის ფარგლებში, რიყის პარკში გაიმართა.

მასალების გადაბეჭდვის წესი