ახალი ამბები

ანონსი: 19 ოქტომბერი

18 ოქტომბერი, 2015 • • 1037
ანონსი: 19 ოქტომბერი

09:00 საათზე, სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) მცენარეთა კომიტეტის 22-ე შეხვედრა გაიმარება. 


11:00 საათზე, ,,საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისთვის” პროექტის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური წარმოადგენს ფინანსთა სამინისტროს სამწლიანი საქმიანობის შესახებ ანგარიშის პრეზენტაციას. მისამართი: სასტუმრო „თბილისი მარიოტი” რუსთაველის #13

 

11:00 საათზე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” წარმოადგენს მედიის მფლობელობის შესახებ განახლებულ ანგარიშს. ქართულ მედია სივრცეში მომხდარ ცვლილებებსა და ძირითად ტენდენციებზე ისაუბრებენ ასევე მედიის მკვლევარები: თამარ კინწურაშვილი (“მედიის განვითარების ფონდი”), ნატა ძველიშვილი („ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“) და ზვიად ქორიძე, ჟურნალისტი. სასტუმროში „რედისონ ბლუ ივერია“ ვარდების მოედანი #1

 

11:00 საათზე პრაიმტაიმის პრესკლუბში ქართული დასის ლიდერი ჯონდი ბაღათურია პრესკონფერენციას გამართავს. თემა: NDI-ის კვლევები და უკრაინაში გავრცელებული წამების კადრები. 

 

11:00 საათზე “პირველ პრესკლუბში” ორგანიზაცია “ახალგაზრდა ადვოკატების” ხელმძღვანელი არჩილ კაიკაციშვილი სპეციალურ პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ე.წ კასრების კადრების გავრცელება, მიმართვა პარლამენტს კანონმდებლობაში სისტემური დანაშაულის რეგულაციის შემოტანასთან დაკავშირებით. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მე-2 სართ. საკონტაქტო: ნინო რაზმაძე 595 03 77 22

 

11:30 საათზე პრაიმტაიმის პრესკლუბში სოციოლოგი ზურაბ ბიგვავა პრესკონფერენციას გამართავს. თემა: NDI-ის კვლევები და უკრაინაში გავრცელებული წამების კადრები.

 

11:00 საათზე “პირველ პრესკლუბში” ორგანიზაცია “ახალგაზრდა ადვოკატების” ხელმძღვანელი არჩილ კაიკაციშვილი სპეციალურ პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ე.წ კასრების კადრების გავრცელება, მიმართვა პარლამენტს კანონმდებლობაში სისტემური დანაშაულის რეგულაციის შემოტანასთან დაკავშირებით. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მე-2 სართ. საკონტაქტო: ნინო რაზმაძე 595 03 77 22

 

12:00 საათზე, კულტურის სამინისტროში გაიმართება პრესკონფერენცია ლადო ათანელის შემოქმედებით საღამოსთან  დაკავშირებით. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და მომღერალი ლადო ათანელი გაუძღვებიან.

 

12:30 საათზე “პირველ პრესკლუბში” “გაერთიანებული საზოგადოების” ხელმძრვანელი ანი დარსალია ბრიფინგს გამართავს. თემები: 19 ოქტომბრის აქციის ანონსი: “გამოფხიზლდი ხელისუფლებავ – აღადგინე სამართალი”; საკონსტიტუციო სარჩელი – აიკრძალოს ნაცმოძრაობა, საზოგადოების კანონიერი მოთხოვნა. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მე-2 სართ. საკონტაქტო: ნინო რაზმაძე 595 03 77 22

 

13:00 საათზე “პირველ პრესკლუბში” “მემარცხენე ალიანსის” ლიდერი სოსო შატბერაშვილი პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ინტერნეტ სივრცეში გავრცელებულ “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების პერიოდში მომხდარ წამების შემცველ შემზარავ კადრებთან დაკავშირებით “მემარცხენე ალიანსი” საკონსტიტუციო სარჩელს ამზადებს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მე-2 სართ. საკონტაქტო: ნინო რაზმაძე 595 03 77 22

 

19:00 საათზე , თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსის “თბილისი 2015” გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი