ახალი ამბები

ომბუდსმენი კადრების გავრცელების ფაქტზე დაწყებულ გამოძიებას მონიტორინგს გაუწევს

18 ოქტომბერი, 2015 • • 1048
ომბუდსმენი კადრების გავრცელების ფაქტზე დაწყებულ გამოძიებას მონიტორინგს გაუწევს

სახალხო დამცველი აუცილებლად მიიჩნევს, უმოკლეს ვადებში დასრულდეს წამების და სექსუალური ძალადობის ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელებასთან დაკავშირებით 17 ოქტომბერს დაწყებული გამოძიება და დაისაჯონ დამნაშავე პირები.

 

განცხადებაში ნათქვამია, რომ ”უკანონო მიყურადებისა და ფარული ჩანაწერების საკითებზე მომუშავე დროებითმა კომისიამ, რომლის წევრი სახალხო დამცველიც იყო, ფარული ჩანაწერების დიდი ნაწილის განადგურებაზე უარი თქვა მხოლოდ იმ მიზნით, რომ გამოძიება სრულყოფილად ჩატარებულიყო და ყველა დამნაშავე პირს ეგო პასუხი. მუშაობის დასრულების შემდეგ, 2014 წლის 31 იანვარს კომისიამ გამოაქვეყნა ანგარიში და რეკომენდაცია მისცა შესაბამის ორგანოებს, ეფექტური გამოძიება ჩაეტარებინა უკანონო ქმედებებში მონაწილე პირთა დასჯის მიზნით.”

 

სახალხო დამცველის განცხადებით, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებმა, ერთის მხრივ, ყველა ზომა უნდა გაატარონ მსგავსი კადრების გავრცელების პრევენციისათვის, ხოლო გავრცელების შემთხვევაში, ისე როგორც ეს მოხდა 17 ოქტომბერს, ყველა დამნაშავე პირმა უმოკლეს დროში უნდა აგოს პასუხი.

მასალების გადაბეჭდვის წესი