ახალი ამბები

კალაძე NDI-ზე: კვლევითი ინსტიტუტის ქართული ოფისი ხარვეზებით მუშაობს

18 ოქტომბერი, 2015 •
კალაძე NDI-ზე: კვლევითი ინსტიტუტის ქართული ოფისი ხარვეზებით მუშაობს

”NDI არის საერთაშორისო ორგანიზაცია, თუმცა საქართველოში არსებული ოფისი გარკვეული ხარვეზებით მუშაობს. დაწყებული 2012 წლიდან ჩვენ გვახსოვს ყველა კვლევის შედეგი და მათი განცხადებები, ასე რომ, ყველაფერს არჩევნები აჩვენებს. ქართველი ხალხი გადაწყვეტს, ვინ მოიგებს არჩევნებს 2016 წელს. ზოგადად პრობლემებს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, პრობლემები არსებობს. ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ და არ ვერიდებით,”- აცხადებს მინისტრი.

 

NDI-ის კვლევის თანახმად, შეკითხვაზე,  “ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას?”, მოსახლეობის 35% ასახელებს, რომ არ იცის, 14% – არც ერთ პარტიას, ნაციონალურ მოძრაობას -13%, ქართულ ოცნებას კი- მხოლოდ 11%. 

 

ამავე კითხვაზე “ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს ვის მისცემდით ხმას?” იმ გამოკითხულებმა, რომლებიც არჩევნებზე წასვლას აპირებენ, შემდეგნაირად უპასუხეს: არ ვიცი – 31%, ენმ – 15%, ქართული ოცნება 14%, უარი პასუხზე 11%, არცერთი პარტია – 10%, თავისუფალი დემოკრატები – 5%.

მასალების გადაბეჭდვის წესი