ახალი ამბები

ხიდაშელი: FBI–ის დახმარებაც რომ დაგვჭირდეს, კადრების გამავრცელებელი უნდა დაისაჯოს

17 ოქტომბერი, 2015 • 1353
ხიდაშელი: FBI–ის დახმარებაც რომ დაგვჭირდეს, კადრების გამავრცელებელი უნდა დაისაჯოს

დღეს, 17 ოქტომბერს, ინტერნეტში წამებისა და გაუპატიურების კადრები გავრცელდა. კადრები უკრაინულ წყაროზე დაყრდნობით, რამდენიმე ქართულმა გამოცემამ გაავრცელა. მათივე ინფორმაციით, კადრები წინა ხელისუფლების დროს არის გადაღებული. 


“1. რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, სულ რომ FBI -ს დახმარება გახდეს საჭირო, ეს საქმე უნდა გაიხსნას და ამ მარაზმის გამავრცელებელი დაისაჯოს;
2. ახლა არ გვითხრათ შეთქმულებაა და ხომ დაგვპირდა ხელისუფლება გაანადგურებდა და რატომ გამოჩნდა საუბარი არ მიიღება. ზუსტად ისე როგორც რომელიმე სხვა ვერსია აპრიორი აკვიატებული. დამბრალებელი და თითის გამშვერი ისეთივე ნაძირალაა ამ შემთხვევაში როგორც თავად გამავრცელებელი. 
3. როდესაც აპრიორი ვერსია გაქვს, მიკროფონით დარბიხარ და კითხვას სწორედ ერთი ვერსიის გასამყარებლად სვამ (ხომ დაპირდა მედიას მაშინ შსს მინისტრი ღარიბაშვილი რომ გაანადგურებდნენ და რატომ არ გაანადგურესო?), ვინმემ გითხრას ყველაფერი წინასწარ დადგმულიაო არ უნდა გაგიკვირდეს;
4. აბა გამოდით და სიმაღლის მიხედვით დაეწყვეთ ყველა ვისაც მართლა გჯერათ რომ ეს ფაილები, ან ათასი სხვა კიდევ, რომელიც სავარაუდოდ არსებობს მხოლოდ იმ, ან ჯერ არ აღმოჩენილ კასრებში იყო ჩაკეტილი და სხვა დუბლიკატები არ არსებობდა. 
5. ხო და კიდევ, უმთავრესი ამ მომენტისთვის, თუ იმ კადრებში ვინმე ისეთი ჩანს ვინც აწამებს და ვისთანაც დღეს საპროცესოა გაფორმებული ან გარეთ არის — ამ საპროცესოს გამფორმებელი ზუსტად ისეთივე დამნაშავეა,”- აცხადებს ხიდაშელი.

 

კადრები არ მინახავს. რუსთავი 2-ის ჟურნალისტისგან გავიგე ეს ამბავი.ასეთ დროს მედიასთან დამალვა არ მჩვევია. სამი სამხედრო…

Posted by Khidasheli Tinatin on Saturday, October 17, 2015

მასალების გადაბეჭდვის წესი