ახალი ამბები

ქეთი დოლიძე, გიორგი შენგელაია, გივი შაჰნაზარი და სხვა – “საპატიო თბილისელები”

17 ოქტომბერი, 2015 •
ქეთი დოლიძე, გიორგი შენგელაია, გივი შაჰნაზარი და სხვა – “საპატიო თბილისელები”

“საპატიო თბილისელის” წოდება თერთმეტ ადამიანს მიენიჭა. საპატიო მოქალაქის წოდება მიიღეს მწერალმა ლაშა თაბუკაშვილმა, მომღერალმა ფოლად ბიულ-ბიულ ოღლიმ, ექიმმა ბესიკ იაშვილმა, მეცნიერმა მზექალა შანიძემ, მხატვარმა გიორგი (გია) ჯაფარიძემ, არქიტექტორმა ომარ ნაფეტვარიძემ, მოცეკვავე ჯუმბერ ბერაძემ, მთარგმნელმა გივი შაჰნაზარმა, პიანისტმა ალექსანდრე კორსანტიამ, რეჟისორებმა: ქეთევან დოლიძემ და გიორგი შენგელაიამ.

 

თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ საპატიო მოქალაქეებს სიგელები და თბილისის სიმბოლური გასაღები გადასცა. სიმბოლური გასაღები საპატიო თბილისელებთან ერთად ქართველმა მორაგბეებმაც მიიღეს.

 

„საპატიო თბილისელის“ დაჯილდოება “თბილისობის” განუყოფელი ნაწილია. ამ ტრადიციას საფუძველი 1979 წლის 28 ოქტომბერს, თბილისობის პირველ დღესასწაულზე ჩაეყარა. თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება ხელოვნების, სპორტის და სხვა დარგის გამოჩენილ მოღვაწეებს ყოველწლიურად ენიჭებათ”, – აცხადებენ თბილისის მერიაში.


მასალების გადაბეჭდვის წესი