11:00-22:30 – დედაქალაქის სხვადასხვა ტერიტორიაზე “თბილისობა -2015”-ის ღონისძიებები გაიმართება.
12 საათიდან აბანოთუბანში (ალიევის პარკის დასაწყისში) ვეტერანის დღესთან დაკავშირებით, „თბილისობის“ ღონისძიების ფარგლებში ვეტერანის კუთხე მოეწყობა, სადაც გაიმართება ვეტერანების ნამუშევრების გამოფენა და სხვადახვა ღონისძიებები ვეტერანების მიმართ თანადგომისა და პატივისცემის ნიშნად.
14:00 საათზე სასტუმრო „ამბასადორში“ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილი სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობის 3 წლიანი შედეგების პრეზენტაციას გამართავს.
16.00 საათზე დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში თბილისისა და ზაარბრიუკენის დაძმობილების 40 წლის იუბილეს აღსანიშნავად მიღება გაიმართება, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, დედაქალაქის მერი დავით ნარმანია, მერის მოადგილეები და საკრებულოს დეპუტატები დაესწრებიან.