ახალი ამბები

ზაარბრიუკენის მერიამ ასოციაცია ანიკას შემოწირულობა გადასცა

16 ოქტომბერი, 2015 •
ზაარბრიუკენის მერიამ ასოციაცია ანიკას შემოწირულობა გადასცა

ასოციაცია “ანიკას”, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საკითხებზე მუშაობს, ზაარბრიუკენის ვიცე-მერი დელეგაციის წევრებთან ერთად ესტუმრა და შემოწირულობა- 3 375 ლარი გადასცა.

 

რალფ ლატცმა შეხვედრის დროს დაათვალიერა ასოციაციის დღის ცენტრი, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდებს სხვადასხვა სახის თერაპიულ, შრომით და სოციალურ აქტივობას სთავაზობს და ხელს უწყობს მათ სოციალურ-ადაპტაციური უნარების განვითარებას. გაიცნო დღის ცენტრის ბენეფიციარები.

 

შეხვედრზე, რომელსაც საქართველოს უსინათლოთა კავშირის წამომადგენლებიც ესწრებოდნენ, გაიმართა დისკუსია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების სოციალურ საკითხებზე. ორივე მხარემ თავიანთ ქალაქებში არსებული გამოცდილება გაუზიარა ერთმანეთს.

ზაარბრიუკენის მერი ასოციაცია
ზაარბრიუკენის მერი ასოციაცია 'ანიკას' ბენეფიციარებთან შეხვედრისას

მასალების გადაბეჭდვის წესი