ქართველი ჟურნალისტის შეკითხვაზე, როგორ მოხდა, რომ “რუსეთის ქმედებები, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის მთავარი აქტორი იყო, სათანადოდ არ არის ასახული მის შუამდგომლობაში, რომლითაც მან გამოძიების ნებართვის მისაღებად ჰააგის მოსამართლეთა პალატას მიმართა, ბენსუდამ თქვა:
“როგორც მოგეხსენებათ, მე შუამდგომლობა დაყენებული მაქვს გამოძიების დაწყების ნებართვისთვის. თუ ნებართვას მივიღებთ, გამოძიება ჩატარდება და უფრო სრულ ინფორმაციას მივიღებთ. აქ საუბარია სამივე მხარის [საქართველოს, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო და რუსეთის ძალებზე] ქმედებებზე მიუხედავად იმისა, ვინ არიან ეს მხარეები. ჩვენი მხრიდან არ ყოფილა მცდელობა, რომ რომელიმე მხარის როლი შეგვემცირებეინა ან რაიმე სახის მოდიფიკაცია მიგვეცა”, – თქვა ICC-ს პროკურორმა.
რაც შეეხება ჰააგის პროკურორის ჩანაწერს იმის შესახებ, რომ ეთნიკური წმენდა ომის პერიოდში სავარაუდოდ ჩადენილია სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების ძალების მხრიდან რუსეთის მხოლოდ ზოგიერთი სამხედრო მოსამსახურის მონაწილოებით, ჟურნალისტების შეკითხვის შემდეგ ბენსუდამ განმარტება ამ პროცესში რუსეთის როლზეც გააკეთა:
“ეს მხოლოდ ინფორმაციის ანალიზის და არა გამოძიების შედეგია. გამოძიება არ ჩატარებულა. გამოძიება უნდა ჩატარდეს, რომ სარწმუნო ინფორმაცია იქნას მიღებული. მე ამ ინფორმაციის საფუძველზე გამიჩნდა გონივრული საფუძველი, რომ ვივივარაუდო დანაშაულის ჩადენა. ამან ჩაიდინა დანაშაული თუ იმან, ეს არის გამოძიების საქმე. ეს სხვა წაყაროებიდან მიღებული ინფრომაციაა, ეს ჩემ მიერ მოპოვებული ინფორმაცია არაა. თუ გამოძიების ნებართვას მომცემენ, მაშინ მე თვითონ გამოვიძიებ ამ ყველაფერს”, – თქვა პროკურორმა.
პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებმა მას ასევე ჰკითხეს, თუ რატომ არ მოხდა მის შუამდგომლობაში ცხინვალში ქართველი ჯარისკაცების, მათ შორის გიორგი ანწუხელიძის წამების ფაქტი. მისი თქმით, ამ ანგარიშში ყველა ფაქტი ასახული არ არის, თუმცა გამოძიების ნებართვის მიღების შემთხვევაში მხარეებს ექნებათ საშუალება ინფორმაციის სასამართლომდე მიტანის.