როგორც “ნეტგაზეთს” ადვოკატმა, ოთო კახიძემ განუცხადა, სამივე დაკავებული პროკურატურიდან ხელწერილით გაათავისუფლეს. მისივე განმარტებით, სასამართლო დღეს, 17:00 საათზე დაინიშნა.
თამარ ჩერგოლეიშვილი, ლექსო მაჭავარიანი და სტუდენტი სალომე ხვადაგიანი თბილისში, ოპერის მიმდებარე ტერიტორიაზე “გაზპრომთან” მოლაპარაკებების წინააღმდეგ დაგეგმილ აქციამდე ერთი დღით ადრე, პოსტერების გაკვრის გამო დააკავეს.
