ახალი ამბები

ზურაბიშვილი: შსს, ხომ კარგად ხართ მანდ? დაუყოვნებლივ გაათავისუფლეთ სამივე!

16 ოქტომბერი, 2015 •
ზურაბიშვილი: შსს, ხომ კარგად ხართ მანდ? დაუყოვნებლივ გაათავისუფლეთ სამივე!

“რაის ქალაქის იერსახის დამახინჯებისთვის? შსს, ხომ კარგად ხართ მანდ? დაუყოვნებლივ გაათავისუფლეთ სამივე! და თუ დაკავებაა, ვინც ეს იდიოტური ბრძანება გასცა, ის უნდა დააკავო პირველ რიგში”, – წერს ზურაბიშვილი ფეისბუკში.

 

 



რაის ქალაქის იერსახის დამახინჯებისთვის? შსს, ხომ კარგად ხართ მანდ? დაუყონებლივ გაათავისუფლეთ სამივე! და თუ დაკავებაა, ვინც ეს იდიოტური ბრძანება გასცა, ის უნდა დააკავო პირველ რიგში.

Posted by David Zurabishvili on Friday, October 16, 2015

შსს-ში დაადასტურეს, რომ თამარ ჩერგოლეიშვილი, ლექსი მაჭავარიანი და სალომე ხვადაგიანი დააკავეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლით. აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებურ შესრულებას შენობათა ფასადებზე, ვიტრინებზე, ღობეებზე, სვეტებზე, ხე-ნარგავებზე, ასევე პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების განთავსებას ისეთ ადგილებზე, რომლებიც საამისოდ არ არის გამოყოფილი, ღობეებისა და შენობების შეუღებავად მიტოვებას, რაც იწვევს  დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.

დავით ზურაბიშვილი
დავით ზურაბიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი