ახალი ამბები

დიალოგი ჩერგოლეიშვილსა და პატრულს შორის დაკავებამდე

16 ოქტომბერი, 2015 • • 979
დიალოგი ჩერგოლეიშვილსა და პატრულს შორის დაკავებამდე

პატრულმა ჩერგოლეიშვილს თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე ნებართვის გარეშე პოსტერის გაკვრა აუკრძალა. აღნიშნულ პოსტერზე გამოსახულია ივანიშვილი, პუტინი და “გაზპრომის” შენობა. 

 

“სად წერია, რომ ღობეზე პოსტერის გაკვრა არ შეიძლება. გვაჩვენეთ. თქვენ ახლა კანონს კი არ ეძებთ, რეკავთ ზემდგომ ორგანოებში ხელმძღვანელობასთან, რომ მიიღოთ ინსტრუქცია, რა გააკეთოთ, იმიტომ, რომ რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ეწინააღმდეგება ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ ნებას”, – მიმართა ჩერგოლეიშვილმა პატრულის თანამშრომელს. 

 

ჩერგოლეიშვილმა აღნიშნული პოსტერი იმ ბოძზე გააკრა, სადაც უკვე გაკრული იყო სხვა შინაარსის პოსტერი/განცხადება. შესაბამისად, ჩერგოლეიშვილმა მანამდე გაკრული პოსტერის ავტორის დაკავებაც მოითხოვა, სადაც მისი თქმით, განცხადების ავტორის სახელიც და საკონტაქტო ინფორმაციაც ეწერა. 

 

ტელეკომპანია “ტაბულას” დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი ადმინისტრაციული წესით, 150–ე მუხლით დააკავეს.  აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებურ შესრულებას შენობათა ფასადებზე, ვიტრინებზე, ღობეებზე, სვეტებზე, ხე-ნარგავებზე, ასევე პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების განთავსებას ისეთ ადგილებზე, რომლებიც საამისოდ არ არის გამოყოფილი, ღობეებისა და შენობების შეუღებავად მიტოვებას, რაც იწვევს  დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით. ჩერგოლეიშვილის გარდა, დაკავებული არიან “ტაბულას” პროდიუსერი ლექსო მაჭავარიანი და სტუდენტი სალომე ხვადაგიანი.


მასალების გადაბეჭდვის წესი