ყოფილ პრემიერს ბრალად ედება მოლდოვის ბანკებიდან ერთი მილიარდი დოლარის გაუჩინარებაში მონაწილეობა. ფილატს პრემიერის პოსტი ეკავა 2009-13 წლებში, ამჟამად კი ხელმძღვანელობს ლიბერალურ-დემოკრატიულ პარტიას და უარყოფს თაღლითობაში მის შესაძლო მონაწილეობას.
2014 წლის ნოემბერში სამი მსხვილი ბანკის საცავიდან დაიკარგა ერთი მილიარდი დოლარი. ამის შემდეგ ბანკები გამოცხადდა გადახდისუუნაროდ და გადავიდნენ გარე მმართველობაში.
საბანკო კრიზისმა ძალიან შეასუსტა ეროვნული ვალუტა და გამოიწვია ცხოვრების დონის მკვეთრი გაუარესება მოლდოვაში.
სექტემბრიდან მოყოლებული კიშინიოვში გრძელდება საპროტესტო აქციები. დემონსტრანტები ითხოვდნენ ვადამდელ არჩევნებს და ხელისუფლების მაღალჩინოსნების გადაყენებას.





