ისრაელის პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია, სადაც ორი ქვეყნის პრეზიდენტი პირისპირ შეხვედრას გამართავს და მედიისათვის ერთობლივ განცხადებას გააკეთებს.
ისრაელის პრეზიდენტის სასახლეში სახელმწიფოს მეთაურის და პირველი ლედის პატივსაცემად ისრაელის პრეზიდენტისა და პირველი ლედის სახელით ოფიციალური სადილი გაიმართება.
ქვეყნის პირველი პირი, სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდება. გიორგი მარგველაშვილი ისრაელში ქნესეთსაც ეწვევა, სადაც გაიმართება შეხვედრები ქნესეთის თავმჯდომარესთან, იული ედელშტეინსთან და საპარლამენტო ოპოზიციის ლიდერთან, ჰაიმ ჰერცოგთან.
გიორგი მარგველაშვილი ისრაელში ვიზიტის ფარგლებში ჰოლოკოსტის მუზეუმს დაათვალიერებს და ყვავილების გვირგვინით შეამკობს ჰოლოკოსტის მსხვერპლთა მემორიალს. ქვეყნის პირველი პირი „ისრაელის ეროვნულ ბაღში“ ხის დარგვის ცერემონიაშიც მიიღებს მონაწილეობას, ასევე პატივს მიაგებს თეოდორ ჰერცლის მემორიალს.
სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პირველი ლედი ისრაელის ბავშვთა კლინიკებს მოინახულებს.
ვიზიტის დასასრულს საქართველოს პრეზიდენტი კვლევით ცენტრ IDC-ში სტუდენტებსა და მკვლევარებს სიტყვით მიმართავს.
პრეზიდენტის და ქართული დელეგაციის სახელმწიფო ვიზიტი ისრაელში 20 ოქტომბერსდასრულდება.
