გამოძიების ცნობით, ბრალდებულმა ოზურგეთის რაიონის დაბა ნასაკირალში, ნანული ძ-ს საცხოვრებელი სახლიდან 200 კგ თხილი მოიპარა, ოზურგეთში, თხილის ჩამბარებელ პუნქტში 1200 ლარად ჩააბარა და მიიმალა.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დაჩი კ. მომხდარიდან რამდენიმე დღეში დააკავეს. შსს-ს ცნობით, ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება ბინაში უკანონო შეღწევით ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).